Tag Archives: ვეგენერის გრანულომატოზი

სისტემური ვასკულიტები

სისტემური ვასკულიტები დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ანთებითი რეაქციით მიმდინარე სისხლძარღვების სისტემური დაზიანებით. განასხვავებენ პირველად სისტემურ ვასკულიტებს, რომელთა დროსაც სისხლძარღვთა სისტემური დაზიანება წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას, და მეორად სისტემურ ვასკულიტებს, რომლებიც ვითარდებიან ინფექციური, ალერგიული ან რომელიმე სხვა დაავადების ფონზე. პირველადი სისტემური ვასკულიტების ძირითადი ნოზოლოგიური ფორმებია: ჰემორაგიული ვასკულიტი გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი ვეგენერის გრანულომატოზი მაობლიტირებელი თრომბანგიიტი გუდსპაჩერის სინდრომი ტაკაიასუს სინდრომი

Read More

ვეგენერის გრანულომატოზი

ვეგენერის გრანულომატოზი (Wegener’s granulomatosis) – სისტემური ვასკულიტის ერთ-ერთი ფორმა, გიგანტურუჯრედოვანი გრანულომატოზურ-ნეკროზული ვასკულიტი, რომელიც მიმდინარეობს სასუნთქი გზების, ფილტვებისა და თირკმელების დაზიანებით. ვეგენერის გრანულომატოზი – ეტიოლოგია ცნობილი არ არის. დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორებია: მწვავე რესპირატრული დაავადებები, გაცივება, ინსოლაცია, ტრავმა, წამლის გადაუტანლობა და სხვ. ვასკულიტის სისტემური ხასიათი, ვრცელი გრანულომატოზური რეაქციები, საფუძველს იძლევა ვიფიქროთ დაავადების წამყვანი ავტოიმუნური მექანიზმების შესახებ. ვეგენერის

Read More