Tag Archives: ტაკაიასუს სინდრომი

სისტემური ვასკულიტები

სისტემური ვასკულიტები დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ანთებითი რეაქციით მიმდინარე სისხლძარღვების სისტემური დაზიანებით. განასხვავებენ პირველად სისტემურ ვასკულიტებს, რომელთა დროსაც სისხლძარღვთა სისტემური დაზიანება წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას, და მეორად სისტემურ ვასკულიტებს, რომლებიც ვითარდებიან ინფექციური, ალერგიული ან რომელიმე სხვა დაავადების ფონზე. პირველადი სისტემური ვასკულიტების ძირითადი ნოზოლოგიური ფორმებია: ჰემორაგიული ვასკულიტი გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი ვეგენერის გრანულომატოზი მაობლიტირებელი თრომბანგიიტი გუდსპაჩერის სინდრომი ტაკაიასუს სინდრომი

Read More

ტაკაიასუს სინდრომი

ტაკაიასუს სინდრომი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ტაკაიასუს სინდრომი (Takayasu’s arteritis)აორტის რკალის კედლის დეგენერაციული ან ანთებითი დაავადება: ათეროსკლეროზი, აორტოარტერიიტი ან აორტის სარქველზედა სტენოზი, აორტის რკალიდან გამომავალი მსხვილი სისხლძარღვების სტენოზირებითა და ობლიტერაციით. ავადდებიან უპირატესად ქალები 25 – 50 წლის ასაკში. დამახასიათებელია ინტერმისიული ნევროლოგიური სიმპტომების კომბინირება ხელზე ,,ხანგამოშვებით კოჭლობასთან”. გამოხატული კლინიკური სურათის დროს პულსი არ ისინჯება კისერზე და ორივე ხელზე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ადგილი აქვს მხოლოდ არტერიული წნევის სხვაობას ხელებზე და ფეხებზე.

Read More