Category Archives: სიმსივნური

ტუჩის კიბო

ტუჩის კიბო

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ტუჩის კიბო დაახლოებით 90%-ში ლოკალიზებულია ქვედა ტუჩის ცენტრალურ ნაწილში; შემთხვევათა 90%-ში წარმოადგენს გარქოვანებულ ბრტყელუჯრედოვან კიბოს. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია: ტუჩის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ტრავმატიზაცია, სიგარეტის წევა. ტუჩის კიბოსწინარე დაავადებებია: ქეილიტი, ჰიპერკერატოზი, მეჭეჭისებრი პრედკიბო, კერატოაკანთომა, კანის რქა.

ტუჩის კიბო – კლინიკური სურათი. დაავადების დასაწყისში ტუჩის კიბო ვლინდება ქერქით დაფარული ხორკლიანი გამკვრივების სახით. გამკვრივების კიდეებზე წარმოიქმნება ლილვაკისებრი გვირგვინი. სიმსივნის ზრდასთან ერთად მასში

 

ვითარდება დაშლის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს დაწყლულებით, მეორადი ინფექციის თანდართვით. ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირება აღინიშნება შემთხვევათა 10%-ში. პირველადი სიმსივნის ტუჩის ცენტრალურ ნაწილში ლოკალიზაციის დროს პირველი მეტასტაზები ვლინდება ნიკაპქვეშა ლიმფურ კვანძებში, ხოლო პირველადი სიმსივნის გვერდითი მდებარეობისას – ყბისქვეშა ლიმფურ კვანძებში. დაშორებული მეტასტაზები იშვიათია.

Read More

ხორხის კიბო

ხორხის კიბო ხორხის კიბო შეადგენს დაახლოებით 2%-ს ყველა ავთვისებიანი სიმსივნეებისა. მამაკაცებში იგი 8-9-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. ლოკალიზებული სიმსივნეები აღინიშნება ავადმყოფთა 60%-ში; შემთხვევათა 30%-ში ვლინდება რეგიონალური მეტასტაზები, და 10%-ში – შორეული მეტასტაზები. ძირითადი ჰისტოლოგიური ფორმაა – ბრტყელუჯრედოვანი კიბო. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ხორხის ნაოჭზედა ნაწილი (70%), შემდეგ ნაოჭისა (28%) და ნაოჭქვედა ნაწილი (2%). ხორხის ნაოჭზედა

Read More