თვალის დამწვრობა
თვალის დამწვრობა – წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის (თერმული დამწვრობები) ან ქიმიური ნივთიერების (ქიმიური დამწვრობები) ზემოქმედებით. თვალის დამწვრობა – სიმპტომები. განასხვავებენ ქუთუთოების, კონიუნქტივისა და რქოვანას დამწვრობის 4 ხარისხს. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს (მსუბუქი დამწვრობა) – აღინიშნება ქუთუთოების და კონიუქტივის ჰიპერემია, რქოვანას ზედაპირული შემღვრევა ან მისი ეროზია; მეორე ხარისხის დამწვრობისათვის დამახასიათებელია ქუთუთოების კანზე ბუშტუკების, კონიუნქტივაზე აპკის წარმოქმნა და