Category Archives: ინფექციური

რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია

 რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია respiratory syncytial infection

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია (ლათ. Respiratio სუნთქვა; ლათ. Syncytium სინციტიუმი; infectio დასნებოვნება) რესპირატორულ – ვირუსული ინფექცია, რომლის დროსაც ზიანდება სუნთქვის ორგანოები, უპირატესად მისი ქვედა ნაწილები, ბრონქიტების, ბრონქიოლიტების, პნევმონიების ხშირი განვითარებით. დაავადების გამომწვევია რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსი. გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით; ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც გამოყოფს ვირუსს 10 – 14 დღის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი 3 – დან 7 დღემდეა.

 

რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია – კლინიკური გამოვლინებები ვარირებს სასუნთქი გზების მსუბუქი დაზიანებებიდან, მძიმე ბრონქიოლიტებამდე, ბრონქიტებამდე და პნევმონიამდე.

Read More

მწვავე რესპირატორული დაავადებები

მწვავე რესპირატორული დაავადებები acute respiratory disease

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე რესპირატორული დაავადებები ფართოდ გავრცელებული დაავადებებია; ხასიათდებიან ზოგადი ინტოქსიკაციითა და უპირატესად სასუნთქი გზების დაზიანებით. მიეკუთვნება ანთროპონოზებს, გადაცემის ჰაერ – წვეთოვანი გზით. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები; გვხვდება სპორადული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით.

მწვავე რესპირატორული დაავადებები ეტიოლოგია, პათოგენეზი. მწვავე რესპირატორული დაავადებები შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა ეტიოლოგიური აგენტების დიდი რაოდენობით (200 – ზე მეტი). მათ მიეკუთვნება 1. გრიპივირუსები სხვადასხვა ანტიგენური ტიპისა და ვარიანტის; 2. პარაგრიპის ვირუსები – 4 ტიპის; 3. ადენოვირუსები – 32 ტიპი; 4. რეოვირუსები – 3 ტიპი; 5. რინოვირუსები 100 – ზე მეტი ტიპის; 6. კორონავირუსები – 4 ტიპი; 7. რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსი; 8. ენტეროვირუსები – დაახლოებით 70 ტიპის; 9. მარტივი ჰერპესის ვირუსი; 10. მიკოპლაზმები; 11. სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიული აგენტები. ინფექციის შეჭრის კარია რესპირატორული ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებები, სადაც წარმოიქმნება ანთებითი ცვლილებები.

Read More