Category Archives: უკატეგორიო

რეკრეაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეკრეაცია – (recreatio აღდგენა, დასვენება) ადამიანის საქმიანობა სამუშაოდან თავისუფალ დროს ფიზიკური და სულიერი ძალების აღსადგენად და მოსაკრებად, ასევე პიროვნების ყოველმხრივ განსავითარებლად, რომელიც ხორციელდება ძირითადად ბუნებრივი ფაქტორების გამოყენებით სპეციალურად განკუთვნილ ტერიტორიებზე, რომლებიც მოცილებულია მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეკონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეკონი – გენების რეკომბინაციის ერთეული, რომელიც გენის რამდენიმე წყვილი ნუკლეოტიდის განფენილობის უწვრილესი სტრუქტურული ელემენტია. თავის მხრივ, რეკონი შეიცავს გენის უფრო მცირე უბნებს, რომელთა ცვლილებები იწვევს გენურ, ანუ წერტილოვან მუტაციებს და ე.წ.მუტონებს . ტერმინი „რეკონი“ შემოიღო ბენზერმა (1957). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და

Read More