ბრუცელა
ბრუცელა (ლათ. Brucella) – Brucellaceae-ს ოჯახის გვარის ბაქტერიები. კლასი α-პროტობაქტერიები. სახელწოდება მიიღო, შოტლანდიელი სამხედრო ექიმის დევიდ ბრიუსის პატივსაცემად, რომელმაც პირველად გამოყო და აღწერა ბრუცელები 1887 წელს მალტაზე. გვარი გრამუარყოფითია. წვრილი კოკობაცილებია. ივითარებენ კაფსულას, არ წარმოქმნიან სპორებს, არ აქვთ შოლტები. გამოირჩევიან პოლიმორფიზმით, განსაკუთრებით ახალგაზრდა კულტურები. ქემოორგანოტროფებია. კატალაზა და ოქსიდაზა დადებითი (გარდა Brucella ovis და Brucella neotomae).