Tag Archives: მხედველობა

რას გრძნობს ახალშობილი

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ნივთები ახალშობილებისათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები როგორ აღიქვამს ახალშობილი გარემოს? შევხედოთ მშობიარობის პროცესს ბავშვის თვალით. ის იმყოფებოდა დაცულ თავშესაფარში, ხმები აღწევდა დახშულად, მაგრამ მკვეთრად ესმოდა დედის დამამშვიდებელი, თანაბარი გულისცემა. ამიტომაცაა, როდესაც დედა გულზე მიიკრავს შვილს, მას ესმის ნაცნობი ხმა და წყნარდება. დედებიც ინსტიქტურად უპირატესობას ანიჭებენ ბავშვი დაიჭირონ მარცხენა ხელში,

Read More

აპროზექსია

განმარტებითი ლექსიკონი აპროზექსია – რომელიმე საგანზე ყურადღების დაფიქსირების უუნარობა ცუდი მხედველობის,სმენის ან გონებრივი ჩამორჩენილობის გამო.    

ბრაილის ანბანი

განმარტებითი ლექსიკონი ბრაილის ანბანი – 1837 წელს ლუიზ ბრაილის მიერ შექმნილი ანბანი,რომელშიც ყოველი ასო წარმოდგენილია ამობურცული წერტილების გარკვეული კრებულით.კითხვის დროს ბრმა პაციენტები შეიგრძნობენ მათ თითების ბოლოებით.დღეს ეს არის ბრმა და ცუდი მხედველობის მქონე ადამიანების კითხვის ძირითადი მეთოდი.

ქსანთოფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსანთოფსია – (xanthopsia; ბერძ. Xanthos ყვითელი + opsis მხედველობა)  საგნების ხედვა ყვითელ ფერში. ყველაზე უფრო ხშირად იგი წარმოიქმნება სიყვითლის, ზოგიერთი წამლებითა და ნივთიერებებით მოწამვლის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიმპათიკური ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათიკური ოფთალმია – (თვალის დაავ.) მძიმე ქრონიკული ირიდოციკლიტი, რომელიც ვითარდება დაუზიანებელ თვალში მეორე დაზიანებული თვალის, დუნედ მიმდინარე ტრავმული ირიდოციკლიტის დროს (გამჭოლი ჭრილობები, თვალზე ოპერაციების შემდეგ, რქოვანას პერფორირებული წყლული).  ეტიოლოგია ბოლომდე დადგენილი არ არის. სიმპტომები. დაუზიანებელი თვალის დაავადება ვლინდება ჭრილობიდან არა ნაკლებ 12 დღისა, ხშირად  – 3 –

Read More