Tag Archives: ღვიძლი

ფიჭვის მტვერი , ნაძვის მტვერი – ქართული ბუნების განძი

ფიჭვის მტვერი საქართველოდან ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში  ეჭვი არ გვეპარება მალე მისი მასიური ექსპორტი დაიწყება. მიმდინარეობს სამუშაოები ამ მიმართულებით . სხვათაშორის- რუსეთის იმპერიაში და შემდეგ საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო ბორჯომის ხეობისა და რაჭის ფიჭვის მტვერი, მიუხედავად იმისა, ფიჭვის ნაკლებობა მათ ნამდვილად არ აქვთ. გამოიყენეთ ქართული ბუნების ეს დიდი განძი . (ექიმის კონსულტაციით)  საქართველოში ფიჭვის მტვერს აწარმოებენ:

Read More

გლიკოგენი

განმარტებითი ლექსიკონი გლიკოგენი – რთული ნახშირწყალი, რომლის შემადგელობაში შედის გლუკოზური ერთეულების განტოტებული ჯაჭვები. გლიკოგენი ორგანიზმში ნაწშირწყლების შენახვის ერთ-ერთი ფორმაა. იგი მცენარეებში არსებული სახამებლის ზუსტი ასლია. გლიკოგენი გროვდება ღვიძლში და კუნთებში, ადვილად შეუძლია დაიშალოს და წარმოქმნას გლუკოზა.

ჰეპატექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატექტომია – ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს ღვიძლის ამოკვეთაში. ნაწილობრივი ჰეპატექტომია მდგომარეობს ღვიძლის ერთი ან რამდენიმე წილის ამოკვეთაში,რაც შეიძლება ჩატარდეს ვრცელი ტრავმის დროს ან ღვიძლის ერთ-ერთ წილში ლოკალიზებული სიმსივნის ამოკვეთის მიზნით.

ჰეპატოტოქსიური

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატოტოქსიური – ღვიძლის უჯრედების დამაზიანებელი ან დამშლელი. ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერების გამოყენებამ (მაგალითად, პარაცეტამოლის) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (განსაკუთრებით თუ ის გამოიყენება დიდ დოზებში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში).

ჰეპატ-

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატ- – თავსართი, რომელიც ღვიძლზე მიუთითებს.მაგალითად, ჰეპატოპექსია – ღვიძლის  ქირურგიული მიმაგრება მუცლის კედელთან.