Posts Tagged ‘შეხორცება’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სიმპათიკური ოფთალმია – (თვალის დაავ.) მძიმე ქრონიკული ირიდოციკლიტი, რომელიც ვითარდება დაუზიანებელ თვალში მეორე დაზიანებული თვალის, დუნედ მიმდინარე ტრავმული ირიდოციკლიტის დროს (გამჭოლი ჭრილობები, თვალზე ოპერაციების შემდეგ, რქოვანას პერფორირებული წყლული). ეტიოლოგია ბოლომდე დადგენილი არ არის. სიმპტომები. დაუზიანებელი თვალის დაავადება ვლინდება ჭრილობიდან არა ნაკლებ 12 დღისა, ხშირად – 3 – 8 კვირის შემდეგ. ჩნდება ტკივილი, სინათლის შიში, ცრემლდენა, ჰიპერემია რქოვანას ირგვლივ, ექსუდატი წინა საკანში, ფერადი გარსის შეხორცება ბროლის წინა ზედაპირთან, იცვლება ფერადი გარსის შეფერილობა, გუგა შევიწროებულია. მოგვიანებით ვითარდება გლაუკომა, ზოგჯერ ვლინდება ცილიარული სხეულის ატროფია, თვალი ნაოჭდება. მხედველობა თანდათანობით ქვეითდება სიბრმავის განვითარებამდე. პროფილაქტიკა მდგომარეობს მტკივნეული დაზიანებული თვალის დროულ მოცილებაში, სანამ განვითარდება ირიდოციკლიტი მეორე (ჯანმრთელ) თვალში, ამიტომაც აუცილებელია ავადმყოფის სასწრაფოდ გადაგზავნა ოკულისტთან.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2180 times by 247 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ანკილოზი – ქვედა ყბის მოძრაობის შეზღუდვა ან სრული უმოძრაობა. ეტიოლოგია. ინფექციური ართრიტები, ტრავმა, მათ შორის სამშობიარო. პათოგენეზი. სასახსრე ზედაპირების ძვლოვანი ან ფიბროზული შეხორცება, რომელიც უკავშირდება სახსრის ხრტილის დაზიანებას ან მის დაღუპვას. ვითარდება ნელა - თვეების, წლების განმავლობაში. სიმპტომები. ყბების მყარი მოკრუნჩხვა, სრული ან ნაწილობრივი, ჩვეულებრივ ცალმხრივი. ქვედა ყბის დეფორმაცია გამოხატულია მით მეტად, რაც უფრო ადრე მოხდა ანკილოზის ფორმირება. ქვედა ყბის ტოტის და სხეულის დამოკლება დაზიანებულ მხარეზე. ნიკაპი გადანაცვლებულია დაზიანებულ მხარეზე და უკან. ორმხრივი ანკილოზის დროს აღინიშნება მიკროგენია (,,ჩიტის სახე”). ქვედა ყბის კუთხეები წამოწეულია. კბილის რკალები დეფორმირებულია, დარღვეულია არტიკულაცია; აღინიშნება დიდი რაოდენობით კბილის ქვა, გვერდითი კბილები დახრილია. არაიშვიათად შენარჩუნებულია სარძევე კბილები. საკვების მიღება გაძნელებლია. რეტგენოლგრამაზე სახსრის ელემენტები ვერ დიფერენცირდება. მკურნალობა ოპერაციულია - ქვედა ყბის ტოტის ოსტეოტომია. ოპერაციის შემდგომ პერიოდში - მექანოთერაპია. ფიბროზული ანკილოზის დროს შესაძლოა მოხდეს ყბის იძულებითი გაშლა. პროგნოზი. ძვლოვანი ანკილოზები იწვევნ მყარ დეფორმაციებსა და ყბის ფუნქციის დარღვევებს; ფიბროზული ანკილოზის დროს პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: ართრიტების რაციონალური თერაპია, სამშობიარო ტრავმის თავიდან აცილება.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2780 times by 268 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ოოფორიტი – საკვერცხეების ანთება, რომელიც ხშირად შერწყმულია საშვილოსნოს მილების ანთებასთან. გამომწვევებია სტაფილო – , სტრეპტოკოკები, ეშერიხიები, გონოკოკები, ტუბერკულოზის მიკობაქტერიები და სხვა მიკრობები. უმრავლეს შემთხვევებში საკვერცხეების დაზიანება ხდება მეორადად, სალპინგიტის შედეგად. ხდება ანთებითად შეცვლილი საშვილოსნოს მილის შეხორცება საკვერცხესთან, წარმოიქმნება ერთიანი ანთებითი კონგლომერატი. საშვილოსნოს მილში ჩირქის წარმოქმნა იწვევს საკვერცხის ქსოვილის გალხობას, ტუბოოვარიული ანთებითი წარმონაქმნის განვითარებით (პიოსალპინქსი და პიოოვარი). სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ დაავადების მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიას. მწვავე ანთება ვლინდება ტკივილით მუცლის ქვევით და წელის არეში, მაღალი ტემპერატურით, შემცივნებით, დიზურიული დარღვევებით, პერიტონეალური მოვლენებით, არაიშვიათად საკვერცხეების ფუნქციის მოშლით. ქრონიკულ სტადიაში ავადმყოფებს აწუხებთ ტკივილი მუცელში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები (მეტრორაგიები). ხშირად აღინიშნება ფუნქციური ხასიათის მეორადი უნაყოფობა. მწვავე სტადიაში საშვილოსნოს დანამატები ცუდად პალპირდება მათი შეშუპებისა და მტკივნეულობის გამო. ქრონიკულ სტადიაში დანამატები გადიდებული და მტკივნეულია, მდებარეობენ საშვილოსნოს უკან, აქვთ რეტორტის მსგავსი ფორმები, ელასტიური ან მკვირივი კონსისტენციის, რომელიც მგრძნობიარეა პალპაციით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება საშვილოსნოს სუბსეროზულ მიომასთან, საკვერცხის სიმსივნეებთან, საშვიოსნოსგარეთა ორსულობასთან. მკურნალობა დამოკიდებულია ანთების ეტიოლოგიაზე და სტადიაზე. მწვავე პროცესში მკურნალობა ტარდება სტაციონარში. ქრონიკულ სტადიაში ნაჩვენებია ფიზიოთერაპია და ბალნეოთერაპია. დაავადების რეციდივების დროს ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდები ნაჩვენები არ არის, ვინაიდან გამწვავება, როგორც წესი, განპირობებულია არ რეინფექციით, არამედ აუტოინფექციის აქტივაციით. თუკი კონსერვატული მკურნალობა წარუმატებელია, ხოლო საშვილოსნოს დანამატები გადიდებულია (საქტოსალპინქსი), ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა. გონორეული და ტუბერკულოზური ოოფორიტები ექვემდებარებიან სპეციფიკურ მკურნალობას.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 3680 times by 414 viewers


