Category Archives: დამ

სადიზმი

სადიზმი (სინონიმები – სქესობრივი ძალადობა, ეროტიული ტირანიზმი, აქტიური ალგოლაგნია), სექსუალური დევიაციების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის დროსაც სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა პარტნიორისადმი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილის მიყენების შედეგად. ტერმინი „სადიზმი“ ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადის სახელიდან გამომდინარე დამკვიდრდა.  მარკიზ დე სადი ცნობილია თავისი  ფსიქოლოგიური ნაწარმოებებით სექსუალური გადახრების შესახებ (მაგ.“ჟუსტინა“ და „ჟულიეტა“). მათში  სისტემატიზირებულია  იმ დროისათვის ცნობილი მექანიკური საშუალებები,

Read More

სადომაზოქიზმი

სადომაზოხიზმი  (სადიზმი + მაზოხიზმი), სექსუალური დევიაციაა, რომლის დროსაც ერთ პიროვნებაში შერწყმულია  სადიზმი და  მაზოხიზმი.  სექსოლოგიური პრაქტიკა  ადასტურებს, რომ სწორი  პარტნიორული კავშირის  ჩამოყალიბებისას სადომაზოხიზმი  პარტნიორული ურთიერთობის ჰარმონიზაციას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს საზოგადოებისათვის მიუღებელ ანომალურ ქცევას. სადიზმი და  მაზოხიზმი ერთი და იმავე ადამიანში ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ხარისხით შეიძლება გამოვლინდეს, რაც დამოკიდებულია გარემოებებსა და პიროვნულ

Read More

ჰეტეროქრომოფილია

ჰეტეროქრომოფილია  (ჰეტერო… + ბერძ.chroma – ფერი, შეფერვა + ფილია), ფეტიშიზმის ნაირსახეობაა, როდესაც სექსუალურ სტიმულს წარმოადგენს პარტნიორის განსხვავებული კანის ფერი. სექსუალური განტვირთვისათვის  ზოგჯერ სექსუალური პარტნიორის სხეულის ცქერაც კი  შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს (ვუაიერიზმთან თანხვედრისას). ჰეტეროქრომოფილია უნდა განვასხვავოთ პროსტიტუტების მიერ პარტნიორების შერჩევისაგან, როდესაც პარტნიორის შერჩევა ფერის მიხედვით კი არ ხდება, არამედ გასამრჯელოს სიდიდის მიხედვით. web ♦ ამაზონი აქციური და

Read More

რეტიფიზმი

რეტიფიზმი ფეტიშიზმის სახესხვაობაა, როდესაც  ფეტიშის როლს ფეხსაცმელი ასრულებს და დაკავშირებულია სექსუალურ ქცევასთან.  სახელწოდება ფრანგი მწერლის ნიკოლა რეტიფ დე ლა ბრეტონის  მიხედვით დაერქვა, რომელმაც აღწერა ფეტიშიზმის მოცემული სახე მის ნაწარმოებებში. უფრო ფართო გაგებით რეტიფიზმი ტყავის  ნაწარმის გაფეტიშებას გულისხმობს (ფეხსაცმელი, ქამარი, ხელთათმანები). რიგ შემთხვევაში რეტიფიზმით შეპყრობილი პირები, არ გაურბიან მათთვის სასურველი ნივთის მოპარვასაც (სექსუალური კლეპტომანია) კი.  ერთ

Read More

ნეკროფილია

ნეკროფილია (სინონიმები – ნეკრომანია, ნეკროსადიზმი) მიცვალებულების მიმართ  დაუძლეველი სქესობრივი ლტოლვა. გვხვდება ძალზედ იშვიათად და მხოლოდ მამაკაცებში. საშინელი ზღაპრები სიკვდილის, მიცვალებულების, საფლავებისა და ვამპირების შესახებ ყველა ბავშვს მოუსმენია და რა თქმა უნდა იწვევს სავსებით გასაგებ შიშისა და განგაშის რეაქციას, თუმცა ასეთი ძლიერი ემოციური დატვირთვა ზოგიერთი მათგანისათვის სასურველი და მიმზიდველი ხდება. ბავშვის ზრდასთან ერთად  კი მსგავსმა მდგომარეობებმა

Read More