ეზოფაგოსტომოზი
ეზოფაგოსტომოზი – (oisophagostomosis) ჰელმინთოზი ნემატოზების ჯგუფიდან; დამახასიათებელია ნაწლავის, ძირითადად კი მსხვილი ნაწლავის დაზიანება. გამომწვევია ეზოფაგოსტომები. ადამიანის დასნებოვნება ხდება საკვებში ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებით, რომლებზედაც ეზოფაგოსტომების ლავრებია. განასხვავებენ დაავადების ორ პერიოდს: ადრეული ლარვული, რომლის დროსაც ხდება ლარვების ჩანერგვა ნაწლავის კედელში და გვიანი, იმაგინალური, ანუ ჰელმინთის პარაზიტობის პერიოდი მსხვილი ნაწლავის სანათურში. ლარვული პერიოდისათვის დამახასიათებელია მადის დაქვეითება, სისუსტე,