იდენტიფიკაცია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იდენტიფიკაცია – (<გვიანდ. ლათ. identifico – ვაიგივებ), იგივეობის აღიარება, ობიექტების გაიგივება, ამოცნობა. ქიმიაში – უცნობი ნაერთის შედგენილობისა და აგებულების დადგენა ქიმიური ანალიზისა და ფიზიკურ – ქიმიური თვისებების მიხედვით და მიღებული შედეგების შედარება ცნობილი ნივთიერების სათანადო მახასიათებლებთან. თუ ყველა მახასიათებელი დაემთხვა, ადგენენ უცნობი და ცნობილი ნაერთის იდენტურობას. [“1”]