იმუნიზაცია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იმუნიზაცია – (ლათ. immunis – თავისუფალი, ვალმოხდილი), ადამიანსა და ცხოველებში ხელოვნური იმუნიტეტის შექმნის მეთოდი. განარჩევენ აქტიურ და პასიურ იმუნიზაციას. აქტიური იმუნიზაცია გულისხმობს ანტიგენის ორგანიზმში შეყვანას, აქტიური იმუნიზაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ვაქცინაცია, ე. ი. ვაქცინების – დასუსტებული ან მკვდარი ბაქტერიების, ვირუსებისა ან მათი ცხოველმოქმედების პროდუქტებისაგან (ტოქსინები) დამზადებული პრეპარატების