ბარძაყის მოტეხილობა
ბარძაყის მოტეხილობა – (ახალშობილებში) წარმოიქმნება გართულებული მშობიარობის დროს, საკესირო კვეთისას. გვხვდება დიაფიზული მოტეხილობები და ეპიფიზეოლიზები. ახალშობილის დათვალიერებისას ყურადღებას იქცევს კიდურის იძულებითი მდებარეობა (ფეხი მოხრილია მუხლში და მენჯ – ბარძაყის სახსარში, მიზიდულია), ბარძაყის რბილი ქსოვილების შეშუპება; ეპიფიზეოლიზის დროს დამახასიათებელია მენჯ – ბარძაყის სახსრის კონტურების გადასწორება, აქტიური მოძრაობების მკვეთრი შეზღუდვა, მოტეხილობების კრეპიტაცია. რენტგენოგრამაზე დიაფიზური მოტეხილობის დროს ჩანს