თირკმლის დვრილების ნეკროზი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი თირკმლის დვრილების ნეკროზი – (სინ.: პაპილარული ნეკროზი, ნეკროზული პაპილიტი, თირკმლის ტვინოვანი ნივთიერების ნეკროზი) თირკმლის ტვინოვანი ნივთიერების იშემიური ინფარქტი ჩირქოვანი გალხობით, ნეკროზული ქსოვილის მოცილებითა და ორგანოს ფუნქციის მოშლით. გამოყოფენ დაავადების პათოგენეზის ინფექციურ, ანგიოპათიურ და ვაზოკომპრესიულ ფაქტორებს. ინფექციური და ანგიოპათიური ფაქტორების შესაბამისად განასხვავებენ პირველად და მეორად ნეკროზს. თირკმლის დვრილების