მშობიარობა
მშობიარობა – ორსულობის დამამთავრებელი რთული ფიზიოლოგიური პროცესი, როდესაც საშვილოსნოს რიტმული შეკუმშვების შედეგად დედის ორგანიზმიდან გამოიძევება ნაყოფი და მისი მომყოლი. განარჩევენ დროულ მშობიარობას, რომელიც იწყება ნაყოფის ჩასახვიდან 10 სამთვარეო თვის ანუ 40 კვირის ბოლოს (დასაშვები მერყეობა 14 დღეა), ნაადრევს, როცა იბადება მოუმწიფებელი, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი 28 კვირიდან 40 კვირამდე, დაგვიანებულს, როცა იბადება გადამწიფებული ნაყოფი – ჩასახვიდან