მორფოლოგია ადამიანისა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მორფოლოგია ადამიანისა – 1. ფართო გაგებით – მოძღვრება ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ ორგანიზმის განვითარებასა და ცხოველმოქმედებასთან დაკავშირებით; მოიცავს ანატომიას, ჰისტოლოგიას და ემბრიოლოგიას. 2. ვიწრო გაგებით – ანთროპოლოგიის ერთ – ერთი ძირითადი დარგია და შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ინდივიდ. ასაკობრივ, სქესობრივ, რასობრივ და ტერიტორიულ თავისებურებებს. მორფოლოგიას ადამიანისას ზოგჯერ ანთროპოლოგიასაც