ალერგიული რეაქცია
ალერგიული რეაქცია – ბიოლოგიური რეაქცია, რომელიც ავლენს ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას ამა თუ იმ ალერგენისადმი. ალერგენის შეყვანისას (კანში) ორგანიზმი იძლევა ადგილობრივ (შეწითლება, შეშუპება) ან ზოგად (ტემპერატურის აწევა და სხვა) რეაქციას, რომლის სიძლიერე დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზე, ალერგენის თავისებურებებსა და მისი შეყვანის წესზე. ალერგენის დიაგნოსტიკური სინჯისას იყენებენ ზოგიერთი დაავადების (ტუბერკულოზი, ტულარემია, ბრუცელოზი) დიაგნოზის დასაზუსტებლად. მაგალითად ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისათვის