ჯგუფური ნორმები (ფსიქოლოგია)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჯგუფური ნორმები (ფსიქოლოგია) – (ლათ. norma – ხელმძღვანელი საწყისი, ზუსტი მინიშნება, ნიმუში) წესებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც გამომუშავებულია თითოეული, რეალურად ფუნქცინირებადი ერთობის მიერ და წარმოადგენს მოცემული ჯგუფის წევრთა ქცევის, მათი ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის, ურთიერთქმედებისა და ურთიერთობის რეგულაციის მნიშვნელოვან საშუალებას. ჯგუფური ნორმები წარმოადგენს სოციალური ნორმების სპეციფიურ სახესა და გარდატეხის