ეთმოიდიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეთმოიდიტი – (ანატ. cellulae ethmoidales – ცხავისებრი უჯრედები) ცხავის ძვლის უჯრედების ლორწოვანი გარსის ანთება. მწვავე ეთმოიდიტი წარმოიქმნება როგორც ინფექციური ან ალერგიული რინიტის, გრიპის, წითელას და სხვ. დაავადების გართულება. ავადმყოფებს აღენიშებათ თავის ტკივილი, ტკივილი ცხვირის ფუძის არეში, ცხვირით გაძნელებული სუნთქვა, ყნოსვის მკვეთრი დაქვეითება. ცხვირიდან გამონადენი თავდაპირველად სეროზული, შემდეგში