ქრონიკული ფილტვისმიერი გული
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ფილტვისმიერი გული – დაავადება, რომელიც ვითარდება ფილტვების ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაზიანების შედეგად, რასაც თან სდევს წნევის მომატება ფილტვის არტერიაში, მარჯვენა პარკუჭის გადაძაბვა და მისი უკმარისობის განვითარება სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში შეგუბებით. ეს პათოლოგია უფრო ხშირად თან სდევს ფილტვების ემფიზემას, პნევმოსკლეროზს, პნევმოკონიოზს და სხვა დაავადებებს. ამასთან ერთად