თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი – (ნერვ. დაავ.) ვითარდება უპირატესად ხანში შესულ ასაკში. მის განვითარებას საფუძვლად უდევს ლიპიდური ცვლის დარღვევა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ნერვულ – ფსიქიკური დაძაბვა, ენდოკრინული დარღვევები, კვების რეჟიმის დარღვევა (ცხიმიანი საკვების ბოროტად გამოყენება), ჰიპერტონიული დაავადება. სისხლძარღვების კედლები მკვრივდება, ხდება არასწორი ზედაპირის, მათი სანათური ვიწროვდება.