მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა
სენილური ფსიქოზები senile psychosis არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე სენილური ფსიქოზები – წარმოიქმნება მოხუცებულობით ასაკში; მათ მიეკუთვნება მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა, გვიანი დეპრესიები და პარანოიდები. სენილური ფსიქოზები – მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა ხასიათდება ფსიქიკური მოქმედების გაღარიბებითა და მოშლით. ფსიქიკური მოქმედების შესუსტება ხდება ფიზიოლოგიური დაბერების დროსაც, მაგრამ მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა – ეს არის ამ პროცესის არა რაოდენობრივი გაძლიერება, არამედ პათოლოგიური მოვლენა. ასეთი ავადმყოფები