ბრისოს რეფლექსი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბრისოს რეფლექსი – (Е. Brissaud, ფრან. ექიმი) 1. პათოლოგიური რეფლექსი: ბარძაყის განიერი ფასციის გამჭიმავი კუნთის შეკუმშვა ფეხის გულის შტრიხისებრი გაღიზიანებისას; წარმოადგენს პირამიდული გზების დაზიანების სიმპტომს; 2. ფიზიოლოგიური რეფლექსი: ფეხის მოხრა მუხლისა და მენჯ – ბარძაყის სახსრებში ბარძაყის მსუბუქი როტაციით შიგნით, ფეხისგულის შტრიხისებრი გაღიზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო