ელენთის ინფარქტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ელენთის ინფარქტი – ელენთის უბნის ნეკროზი ელენთის არტერიის ემბოლიის (მაგ. ინფექციური ენდოკარდიტით დაავადებულებში) ან მწვავე თრომბოზის დროს (ლეიკოზების, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დროს). ვლინდება – ტკივილით მარცხენა ფერდქვეშა არეში, მუცლის წინა კედლის ზომიერი დაჭიმულობით, მუცლის შებერვით, ლეიკოპენიით, თრომბოციტოზით. შესაძლო გართულებებია: მარცხენამხრივი რეაქტიული პლევრიტი. მკურნალობა – ძირითადი დაავადების.