ზურგის ტვინის ინსულტი
ზურგის ტვინის ინსულტი არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ზურგის ტვინის ინსულტი – ზურგის ტვინში სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევა. ზურგის ტვინის ინსულტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. როგორც წესი, აღინიშნება ზურგის ტვინის ინფარქტები; სისხლჩაქცევები ძალიან იშვიათია. ინსულტის მიზეზი შეიძლება იყოს ექსტრასპინალური სისხლძარღვების ოკლუზია, საიდანაც დასაბამს ღებულობს ფესვურ – მედულური არტერიები, ან ინტრამედულური სისხლძარღვების უშუალო დაზიანება აღინიშნება არა უმეტეს 3% – ში.