ნამგლისებრ – უჯრედოვანი ანემია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნამგლისებრ – უჯრედოვანი ანემია – (სინ.: S – ჰემოგლობინოპათია, ნამგლისებრ – უჯრედოვანი დაავადება, დრეპანოციტოზი) ჰემოლიზური ანემიით მიმდინარე ჰემოგლობინოპათია, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლში ნამგლისებრი ერითროციტების არსებობა და მათ მიერ სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში მიკროცირკულაციური კალაპოტის პერიოდულად დაცობა. დაავადების მიზეზია გენური მუტაცია. კლინიკური სურათი დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, კერძოდ ჰეტეროზიგოტულ ან