კრუნჩხვითი მდგომარეობები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კრუნჩხვითი მდგომარეობები – (ნერვ. დაავ.) ცალკეული კუნთების (ლოკალური) ან მთელი სხეულის კუნთების (გენერალიზირებული) უნებლიე შეკუმშვები. გენერალიზირებული კრუნჩხვების შეტევები გვხვდება ეპილეფსიის, ქალა – ტვინის ტრამვების, სიმსივნეების, ენცეფალიტების, სისხლძარღვოვანი დაავადებების, ზოგადი ინფექციების (ბავშვებში), ინტოქსიკაციების, ორსულთა ეკლამფსიების დროს. ხშირად აღნიშნული შეტევები სრულდება გონების დაკარგვით, შარდის უნებლიე გამოყოფით, ენის მოკვნეტით. ლოკალური