ეზოფაგიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეზოფაგიტი – საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება. მწვავე ეზოფაგიტი ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის მექანიკური და თერმული დაზიანებების შედეგად, აგრეთვე ზოგიერთი ინფექციების დროს. ავადმყოფები უჩივიან ტკივილებს და საყლაპავში საკვების პასაჟის დარღვევას, ღებინებას წებოვანი ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ სისხლის მინარევებითაც; მწვავე ეზოფაგიტი შესაძლოა გართულდეს პერფორაციით, სისხლდენით, ჩირქოვანი მედიასტინიტით. ქრონიკული ეზოფაგიტი შეიძლება