მიელოპათია
მიელოპათია myelopathy არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე მიელოპათია – ზურგის ტვინის ქრონიკული დაზიანებების კრებითი ცნება, რომელიც გამოწვეულია მის გარეთ ლოკალიზებული სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების შედეგად. მიელოპათია – ეტიოლოგია. კისრის ოსტეოქონდროზი, ათეროსკლეროზი, ხერხემლის არხის თანდაყოლილი სტენოზი, სხივური თერაპია, ალკოჰოლიზმი, ინტოქსიკაცია, პარანეოპლასტური დარღვევები.