შოკი
შოკი – (ფრანგ. choc – დარტყმა, შერყევა) სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც აღინიშნება სხვადასხვა დაავადებებისა და ტრავმების დროს და ხასიათდება ქსოვილების არასაკმარისი სისხლმომარაგებით, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის დარღვევით. შოკის დროს განვითარებული სიპათო – ადრენალური სისტემის აქტივაცია იწვევს ტაქიკარდიასა და თირკმელების, ღვიძლის, კანის, კუნთების სისხლძარღვთა შევიწროებას, რაც შემდგომში იწვევს უჯრედთა შეუქცევად დაზიანებასა და ორგანოების იშემიას. მიზეზების მიხედვით