ენდოკრინული ოფთალმოპათია
ენდოკრინული ოფთალმოპათია endocrinous ophthalmopathy ენდოკრინული ოფთალმოპათია – თვალის ორბიტის ქსოვილებისა და კუნთების ავტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს ეგზოფთალმსა და თვალის სიმპტომების კომპლექსის განვითარებას. ენდოკრინული ოფთალმოპათია – პათოგენეზი. დაავადებას საფუძვლად უდევს ავტოიმუნური დარღვევები, რაც იწვევს ექსტრაოკულური კუნთებისა და რეტრობულბური უჯრედისის ცვლილებებს: კუნთოვანი ბოჭკოების სტრუქტურის დარღვევას, დიფუზურ ინფილტრაციას ლიმფოციტებითა და პლაზმური უჯრედებით, მუკოპოლისაქარიდების დაგროვებას, კუნთებისა და ბადურის შეშუპებას,