ბესნიერ – რენოს ურთიკარია
ბესნიერ – რენოს ურთიკარია – დისმენორეული სიმეტრიული დერმატოზი, ნეკროზული აკნე, განგრენოზული ურთიკარია. დისჰორმონული დერმატოზის გამოვლინება. ნიშნები: სპონტანური სიმეტრიული მკაფიოდ შემოფარგლული ერითემა, ფოლიკულური ეროზიები, ვაზომოტორული მოშლილობანი. აღნიშნული ცვლილებები რეგულარულად მეორდება მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით. უფრო ხშირია ახალგაზრდა ქალებში დისმენორეით ან პრეკლიმაქსის პერიოდში. სინონიმები: მატცენაუერ – პოლანდის სინდრომი, დრაუერ – ველშის აკნე. [“3”] ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი