წვეტიანი კონდილომები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვეტიანი კონდილომები – მეჭეჭების სახესხვაობა რბილი წილაკოვანი წანაზარდებით, ხშირად ანოგენიტალურ მიდამოში ლოკალიზაციით. გამომწვევია ფილტრში გამავალი ვირუსი. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან პირდაპირი კონტაქტით. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. კონდილომების განვითარებას ხელს უწყობს კანის და ლორწოვანი გარსების ხანგრძლივი მაცერაცია. წვეტიანი კონდილომები წარმოადგენენ წილაკოვან და ძაფისებურ წანაზარდებს, რომელიც მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს. ისინი