იმპეტიგო
იმპეტიგო – (კანისა და ვენ. დაავ.) სტრეპტოკოკებით და სტაფილოკოკებით გამოწვეული კანის მწვავე ანთებითი დაავადება. ხშირად ვითარდება ბავშვებში; მოზრდილებში ჩვეულებრივ ხდება მამაკაცების დასნებოვნება წვერის პარსვის დროს; არც თუ იშვიათად ვითარდება როგორც სხვა დაავადებების (კანის ქავილი და ა.შ.) გართულება. განასხვავებენ იმპეტიგოს სხვადასხვა ფორმას: სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური, ვულგარული (შერეული). სიმპტომები. სტრეპტოკოკური იმპეტიგო ხასიათდება სხეულის ღია ზედაპირებზე მცირე ზომის ბუშტუკების