ბიფურკაციული დივერტიკული
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბიფურკაციული დივერტიკული – წარმოადგენს ტრაქციულ დივერტიკულს; წარმოიქმნება უპირატესად მეზობელი ორგანოების ანთებითი პროცესების შედეგად, მაგალითად, ლიმფური კვანძებისა და გრანულომების დანაწიბურებით. კლინიკური სურათი ანალოგიურია კისრის ნაწილის დივერტიკულისა და პროვოცირდება ვალსაპიევის სიმპტომით (მუცლის პრესის დაჭიმულობა მაქსიმალური ჩასუნთქვის შემდეგ). საკვების შეჩერება დივერტიკულში იწვევს დივერტიკულიტისა და პერიდივერტიკულიტის განვითარებას, ეს უკანასკნელი შესაძლებელია გართულდეს