კეთრი
კეთრი არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ლეპრა (კეთრი) (lepra) – ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს კეთრის მიკობაქტერია; ხასიათდება კანის, ლორწოვანი გარსებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის, ასევე თვალების, ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაზიანებით. მისი გამომწვევია ობლიგატური უჯრედშიგა პარაზიტი. ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით აღრიცხულია 3 მლნ კეთრით დაავადებული. ინფექციის ერთადერთი წყაროა დაავადებული ადამიანი. დაავადების გავრცელებაში დიდი მნიშვნლობა ენიჭება სოციალურ