დაჟეჟილობა (კონტუზია)
დაჟეჟილობა (კონტუზია) – ქსოვილთა მექანიკური დაზიანება კანის მთლიანობის დარღვევის გარეშე. დარტყმის ძალისა და ტრავმის ლოკალიზაციის მიხედვით წარმოიქმნება სხვადასხვა სიმძიმის დაჟეჟილობები: დაწყებული მცირედან, რომელიც არ იწვევს ფუნქციის დარღვევას, და ფართო დაზიანებები, რომლებიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (მაგალითად, ტვინის, გულის, მუცლის დაჟეჟილობა შინაგანი ორგანოების დაზიანებით). სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი, შეშუპება, სისხლჩაქცევა. გართულებები: შინაგანი ორგანოების, ნერვების, სისხლძარღვების დაზიანებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი