საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიები – ფუნქციონალური დაავადებები, რომლებიც ვითარდებიან საჭმლის მომნელებელი გლუვკუნთოვანი ორგანოების პერისტალტიკისა და ტონუსის დარღვევით (საყლაპავის, კუჭის, ნაღვლგამომყოფი გზების, ნაწლავის). საყლაპავის დისკინეზია ვლინდება მისი ატონიითა და დამბლით, სპასტიკური დისკინეზიით, სფინქტერების უკმარისობით. საყლაპავის ატონია და დამბლა განპირობებულია მისი ინერვაციის მოშლით და აღინიშნება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული