ენდომეტრიუმის ფუნქციური შრე
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენდომეტრიუმის ფუნქციური შრე – (stratum functionale endometrii) ენდომეტრიუმის ზედაპირული შრე, რომელშიც მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ღრმა ცვლილებები – გარდაქმნები მიმდინარეობს. შედგება ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისაგან სისხლძარღვების ჭარბი შემცველობით, მცირედდიფერენცირებული უჯრედებითა და მაკროფაგების დიდი რაოდენობით. შეიცავს მილაკოვან ჯირკვლებს. განაყოფიერების არ არსებობისას ეს შრე ჩამოიფცქვნება (ენდომეტრიუმის დესკვამაციის ფაზა). (ც. გაჩეჩილაძე, ნ.