თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები
თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის) განსაკუთრებით ხშირად ვითარდება 50-55 და 5-10 წლის ასაკში. 15 წლის ზემოთ, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების 70%-ს შეადგენენ გლიობლასტომა და ავთვისებიანი ასტროციტომა; შედარებით იშვიათად დიაგნოსტირდება ეპენდიმომა, გლიომა, ოლიგოდენდროგლიომა, მედულობლასტომა. ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნეები სიხშირით მეორე ადგილს იკავებენ ავთვისებიან სიმსივნეთა შორის (ლეიკოზების შემდეგ).