განგრენა
განგრენა – ქსოვილების კვდომა სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზეგავლენით; აღნიშნულ ფაქტორებს მიეკუთვნებიან: არტერიული სისხლის მიწოდების შეწყვეტა სისხლძარღვის დახშობის, მკვეთრი შევიწროების ან ხანგრძლივი სპაზმის შედეგად, კაპილარებში ვენური სისხლის უკუდინებისა და სისხლმომარაგების შეწყვეტა, ქსოვილებზე შხამიანი ნივთიერებების, პათოგენური მიკრობების ცვლის პროდუქტების, ელექტროძაბვის, მაღალი ტემპერატურის უშუალო ზემოქმედება. განარჩევენ განგრენის ორ ძირითად კლინიკურ ფორმას: მშრალი განგრენა ანუ ქსოვილების მუმიფიკაცია,