ჰანდ – კრისტიან – შულერის დაავადება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰანდ – კრისტიან – შულერის დაავადება – კრანიოჰიპოლაზიური ქსანთომა. კრანიოჰიპოფიზული დიზოსტოზი. ლიპოიდური გრანულომატოზი. ვლინდება უფრო ბავშვებში, აღინიშნება მოზრდილებშიც. გაფაშრება და შეშუპება ღრძილების, კბილების მორყევა. კანში პატარა მოყვითალო კვანძები. ძვლებში, უპირატესად თავის ქალაში დეფექტები, ლულოვანი ძვლების მოტეხილობები. რენტგენოლოგიურად – ძვლებში ოსტეოპოროზი, ელენთა და ღვიძლიმცირედ გადიდებული. სისხლში – ჰიპერქოლესტერინემია.