ჰორმონები
ჰორმონები – (ბერძნ. ჰორმაო – ვამოძრავებ, ვაქეზებ), ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამომუშავდებიან და უშუალოდ სისხლში გამოიყოფიან. ჰორმონები სპეციფიკურ გავლენას ახდენენ ამა თუ იმ ორგანოს მოქმედებაზე ფიზიოლ. და ბიოქიმ. რეაქციების შეცვლით. განასხვავებენ სტეროიდულ (თირკმელზედა ჯირკვლის სათესლეებისა და საკვერცხეების ჰორმონები), ცილოვან (ინსულინი, ზრდის ანუ სომატოტროპული ჰორმონი, გონადოტროპული ჰორმონი), პოლიპეპტიდურ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი, გლუკაგონი