საკეისრო კვეთა
საკეისრო კვეთა – 1. ნაყოფისა და მომყოლის ამოყვანის სამეანო ოპერაცია საშვილოსნოს ღრუდან მისი კედლის გაკვეთით. ტარდება ძირითადად პათოლოგიური მდგომარეობების დროს. 2. საკეისრო კვეთა – ნორმალური გზით მშობიარობის შეუძლებლობისას გამოყენებული ოპერაციის ხერხი, რომლის დროსაც ნაყოფი მომყოლთან ერთად ამოჰყავთ მუცლის ღრუსა და საშვილოსნოს კედლების გაკვეთის შემდეგ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი