ჰიპერლიპემია ესენციური
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერლიპემია ესენციური – მემკვიდრეობითი ფერმენტოპათიების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდება ცხიმოვანი ცვლის მოშლით. ეტიოლოგია, პათოგენეზი: ლიპოპროტეიდლიპაზას აქტიურობის დაქვეითება, ცხიმოვანი მჟავების ცილოვანი აქცეპტორების უკმარისობა, ქილომიკრონების გახლეჩვის შესუსტება, ინჰიბიტორების არსებობა, პლაზმური კოფაქტორების უკმარისობა. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტიპიურ შემთხვევებში – ქსანთომების განვითარება, სწარაფად პროგრესირებადი ათერომატოზი, ღვიძლის, ელენთის გადიდება, შესაძლებელია აბდომინური ტკივილები, შაქრიანი დიაბეტის