საინექციო ნემსი
გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები” სამკურნალოდ ან სადიაგნოსტიკოდ, ორგანიზმში თხევადი ნივთიერების პარენტერალურად შესაყვანი მჩხვლეტავი სამედიცინო ინსტრუმენტი (სურ. 1.57 1 _ 5). საინექციო ნემსი მოქრომილ – მონიკელებული ლითონის მილია, რომლის ერთი ბოლო, ქსოვილებში ადვილად შესაყვანად, წაკვეთილია 15º_დან 45º კუთხით; მეორე ბოლოთი ერგება შპრიცის კონუსს.