საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ტუბერკულოზი
საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ტუბერკულოზი არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე საყლაპავის ტუბერკულოზი წარმოადგენს ამ დაავადების ერთ – ერთ ყველაზე უფრო იშვიათ ლოკალიზაციას და შემთხვევათა უმრავლესობაში გვხვდება ტუბერკულოზის ფილტვისმიერი ფორმით დაავადებულებში, პროცესის შორს წასულ შემთხვევებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი. საყლაპავში ტუბერკულოზული მიკობაქტერიები ხვდებიან დაინფიცირებული ნახველის გადაყლაპვისას, ხორხის, ხახის აქტიური ტუბერკულოზის დროს, იშვიათად ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზებით, ასევე ტუბერკულოზური პროცესის უშუალო