ვილმსის სიმსივნე
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვილმსის სიმსივნე – (M. Wilms, გერმ. ქირურგი, 1867 – 1918; სინ.: თირკმელების ადენოსარკომა, ნეფრობლასტომა, ემბრიონული ნეფრომა) თირკმელების დიზონტოგენეზური ავთვისებიანი სიმსივნე; წარმოადგენს ერთ – ერთ ყველაზე ხშირ ავთვისებიან სიმსივნეს ბავშვებში, ჩვეულებრივ 2 – 5 წლის ასაკში, თუმცა გვხვდება ნებისმიერ ასაკში, ღრმა მოხუცებულებშიც. სიმსივნეს აქვს კარგად შემოფარგლული კვანძის სახე